საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრები თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 17, 19, 22 და 23 მაისს, თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში შეხვდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს.
თავდაცვის ახალი კოდექსისა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უნივერსიტეტებშიც განხორციელდეს და სტუდენტებმა სწორი, უტყუარი და ზუსტი ინფორმაცია უშუალოდ სამხედრო მოსამსახურეებისგან მიიღონ.
„ჩვენი ჯარის“ საინფორმაციო შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მთთვის მნიშვნელოვან საკითხრბთან დაკავშირებით.
პროექტი „ჩვენი ჯარი“: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროსთან ერთად ახორციელებს  პროექტს „ჩვენი ჯარი“.  პროექტი საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებასა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მოქმედი ჯარისკაცები თავდაცვის ძალების ღირებულებებისა და პრიორიტეტების, საერთაშორისო სწავლებების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ინფორმაციას პირადად მიაწვდიან.

 

თარიღი: 29/05/2023